ქიმიის წრე ,, მოლი''

 სსიპ   ხელვაჩაურის  საჯარო სკოლაში იწყებს  ფუნქციონირებას  ქიმიის მიმართულებით წრე ,, მოლი''.  წრე  შექმნილია    მე-9  კლასის  მოსწავლეებისთვისწრე  მუშაობას  დაიწყებს  3 ოქტომბერს.  მეცადინეობა ჩატარდება  კვირაში ერთხელ. ხუთშაბათს 14:00-ზე.


წრის დასახელება: „   მოლი   "
სკოლა: ახალსოფლის საჯარო სკოლა

სამიზნე ჯგუფი:  IX  კლასის მოსწავლეები.

ხანგრძლივობა: 2019 წლის I- სემესტრი,

შეხვედრები კვირაში ერთხელю ოთხშაბათს 14:00-16:00

საწრეო მუშაობის ხელმძღვანელი ქიმიის პრაქტიკოს მასწავლებელი ანა შონია.

საწრეო მუშაობის მიზანი:

·        მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ...- მოთხოვნების მიხედვით.

·        მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება.

·        ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.

·        უკეთესად გაიაზრონ და ამოხსნან ამოცანები, რაც ხელს შეუწყობს მათი კრიტიკული აზროვნების , ვარაუდების გამოთქმის, ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის უნარების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში;
·        წრეში მუშაობისას ისწავლიან სხვისი აზრის პატივისცემას, შეიძენენ წყვილში,ჯგუფში  მუშაობის ჩვევებს. ყველაფერი ეს კი ხელს შეუწყობს სწავლისადმი მათი მოტივაციის გაზრდას.




                                              საწრეო მუშაობის პროგრამა და შერხვედრების განრიგი

N

საკითხები


თარიღი

მოსალოდნელი შედეგები

შენიშვნა
1
წრის წევრებთან საორგანიზაციო საკითხებზე საუბარი.წრის მუშაობის მიზნების გაცნობა
03.10


2
ვალენტობა
10.10
მოსწავლე ადეკვატურად იყენებს ატომთა ვალენტობას მარტივი და რთული ნივთიერებების ფორმულების შედგენისას.
3
ნაერთა კლასი.
17.10
24.10

მოსწავლე იცის არაორგანულ ნაერთთა  ძირითადი კლასები და ახასიათებენ მათ .ანსხვავებს ერთმანეთისაგან ოქსიდებს,ჟავეებს,ფუძეებს და მარილებს,ადგენს მათ ფორმულებს.მსჯელობს ნაერთთა  კლასებს შორის ურთიერთკავშირსა და ურთიერთგარდაქმნაზე


4
ფარდობითი ატომური და მოლეკულური მასები
31.10
გამოითვლის სხვადასხვა ნივთიერების მოლეკულურ მასებს მათ შედგენილობაში შემავალი ელემენტების ატომური მასების ცოდნის გამოყენებით; 
5
/ ელემენტის მასური წილის დადგენა
7.11
მოსწავლე ახორციელებს სათანადო გამოთვლებს(მაგ. ადგენს ელემენტის მასურ წილს ნაერთში,ელემენტების პროცენტულ შემცველობას)
6
რაოდენობრივი თანაფარდობანი ქიმიაში.
გაანგარიშებანი ქიმიური ფორმულის მიხედვით.ფორმულის დადგენა
14.11
მოსწავლე ადეკვატურად იყენებს ნივთიერების რაოდენობის ერთეულს-მოლს,მოლურ მასას რეაქციის რაოდენობრივი დახასიათებისთვის და აწარმოებს შესაბამის გამოთვლებს.
7
გაანგარიშებანი ქიმიური ტოლობების მიხედვით
21.11
მოსწავლე ადეკვატურად იყენებს ნივთიერების რაოდენობის ერთეულს-მოლს,მოლურ მასას რეაქციის რაოდენობრივი დახასიათებისთვის და აწარმოებს შესაბამის გამოთვლებს.
8
გაანგარიშებითი ამოცანების ამოხსნა ავოგადროს კანონისა და მისი შედეგების გათვალისწინებით.
28.11
მოსწავლე იყენებს ავოგადროს კანონს და გამოთვლის რეაქციაში მონაწილე გაზის მოლურ მოცულობას.
9
ნაერთის ფორმულის განსაზღვრა ელემენტების შემცველობის მიხედვით
5.12
მოსწავლე განსაზღვრავს ნაერთის ფორმულას შემადგენელი ელემენტების შემცველობის მიხედვით.
10
ხსნარის მასური წილის განსაზღვრა
12.12
მოსწავლე ადეკვატურად იყენებს მასური წილის გამოსათვლელ ფორმულას.
11
კომბინირებული ამოცანების განხილვა
19.12
26.12
მოსწავლე აწარმოებს რაოდენობრივ გამოთვლებს სხვადასხვა ტიპის პრობლემის გადასაჭრელად





         




პირველი შეხვედრა: 2019 წლის 3 ოქტომბერს შევიკრიბეთ წრეზე დარეგისტრირებული მოსწავლეებიგავაცანი წრის სამუშაო გეგმავისაუბრეთ იმ საკითხებზერის გაკეთებასაც ვაპირებთ ამ სემესტრის განმავლობაში ბავშვები მონდომებით ჩაერთნენ პროცესში.
მეორე შეხვედრა: 2019 წლის 10 ოქტომბერს ჩატარდა მორიგი შეხვედრა.
                                თემა:  ვალენტობა
 მოსწავლეებმა  შეძლეს ქიმიური ფორმულების შედგენა ვალენტობის მიხედვით და ელემენტის ვალენტობის პოვნა,როცა ცნობილია მეორე ელემენტის ვალენტობა.





მესამე  შეხვედრა: ნაერთთა კლასი


2019წლის 17 ოქტომბერს მოსწავლეებმა დაახასიათეს   არაორგანულ  ნაერთთა  ძირითადი კლასები.განასხვავეს ერთმანეთისაგან ოქსიდები,ჟავეები,ფუძები და მარილები,შეადგინეს მათ ფორმულები.





მეოთხე  შეხვედრა: ისევ და ისევ ნაერთა კლასი


2019 წლის 24 ოქტომბერს

იმსჯელეს ნაერთთა  კლასებს შორის ურთიერთკავშირსა და ურთიერთგარდაქმნაზე.


მეხუთე შეხვედრა:  2019 წლის 31 ოქტომბერი
თემა: ფარდობითი ატომური და მოლეკულური მასები


გამოთვალეს  სხვადასხვა ნივთიერების მოლეკულურ მასები მათ შედგენილობაში შემავალი ელემენტების ატომური მასების ცოდნის გამოყენებით.













მეექვსე შეხვედრა: 2019 წლის 7 ნოემბერი
თემა: ელემენტის მასური წილის დადგენა.
მოსწავლეებმა განახორციელეს სათანადო გამოთვლები, დაადგინეს ელემენტის მასური წილი 
ნაერთში, ელემენტების პროცენტული შემცველობა.
















მეშვიდე შეხვედრა:  2019 წლის   14   ნოემბერი
თემა: რაოდენობრივი თანაფარდობანი ქიმიაში.
გაანგარიშებანი ქიმიური ფორმულის მიხედვით ფორმულის დადგენა.
მოსწავლეებმა გამოიყენეს ნივთიერების რაოდენობის ერთეულის-მოლის,მოლურ მასის გამოსათვლელი ფორმულები და აწარმოეს შესაბამისი გამოთვლები.








მერვე შეხვედრა: 2019 წლის   21  ნოემბერი

თემა: გაანგარიშებანი ქიმიური ტოლობების მიხედვით


მოსწავლეებმა აწაარმოეს გაანგარიშებები ქიმიური ტოლობების მიხედვით.













მეცხრე შეხვედრა:2019 წლის  28   ნოემბერი



თემა: ნაერთის ფორმულის განსაზღვრა ელემენტების შემცველობის მიხედვით


მოსწავლეებმა განსაზღვრეს ნაერთის ფორმულა შემადგენელი ელემენტების
 შემცველობის მიხედვით.






მეათე შეხვედრა: 2019 წლის 12 დეკემბერი
თემა: ხსნარის მასური წილის განსაზღვრა
ვისაუბრეთ მასურ წილზე.
მოსწავლეებმა  მასური წილის გამოსათვლელ ფორმულის გამოყენებით გამოიანგარიშეს ხსნარის 
მასური წილი.













Комментарии

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ქიმიის წრე