ქიმიის წრე



 სსიპ ხელვაჩაურის მინიციპალიტეტი სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაგაიხსნა ქიმიის წრე. წრე ფუნქციონირებას იწყებს 2019 წლის 2 ოქტომბერს დეკებრის ჩათვლით.საწრეო მუშაობა ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს. მსურველებმა გთხოვთ გაწევრიანდეთ.  წრის ხელმძღვანელი: ქიმიის მასწავლებელი ანა შონია გაკვეთილის ხანგრძლივობა  14:00 – 15:00.



საწრეო მუშაობა    

წრის დასახელება: „   სახალისო ქიმია    "
სკოლა: სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი:  VIII-კლასის მოსწავლეები.
ხანგრძლივობა: 2019 წლის I- სემესტრი.
შეხვედრები კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს 14:00 სთ.
საწრეო მუშაობას უხელმძღვანელებს ქიმიის პრაქტიკოს მასწავლებელი ანა შონია.

წრის მიზნები
·         წრის მუშაობა ხელს შეუწყობს ქიმიური მოვლენების და კანონზომიერებების უკეთ აღქმას;
·         მოსწავლე შეძლებს მარტივი ექსპერიმენტების დაგეგმვას, უსაფრთხოდ ჩატარებას და ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენებას;
·         წრე ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას, შეაყვარებს საგანს, გაუჩენს ინტერესს  კვლევის, სიახლეთა აღმოჩენის და შეცნობის მიმართ;
·         განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარები;
·         განუვითარდებათ თვითშეფასების და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი;
·         გამოუმუშავდებათ საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და დაცვის უნარი;
·         წრის საქმიანობა დადებითად აისახება მათი სწავლის პროცესზე და სწავლის შედეგებზე.










წრის დასახელება და მოკლე დახასიათება
         წრის დასახელებად შევარჩიეთ „  სახალისო ქიმია“, რადგან ის საკითხები, რომლის განხილვასაც ვაპირებთ, სახალისო და საინტერესოა. ამ შეხვედრებზე ჩავატარებთ სახალისო ცდებს, უფრო ახლოს გავეცნობით ლაბორატორიულ ჭურჭელს, ვისწავლით მათ სწორად გამოყენებას, დავიცავთ უსაფრთხოების წესებს, დავგეგმავთ და განვახორციელებთ აქტივობებს ქიმიის პოპულარიზაციისთვის. რაც გაზრდის მოტივაციას და მოსწავლეთა ჩართულობას  სასწავლო პროცესში.



                                                   
საწრეო მუშაობის გეგმა


N
თემები/საკითხები
ჩატარების დრო
აქტივობები
რესურსი
1
ჯგუფის წევრების შეხვედრა და სამოქმედო გეგმის განხილვა. ქცევის წესების შემუშავება.
02.10
წრის სამუშაო პროგრამის გაცნობა
წრის სამუშაო გეგმა
2
ლაბორატორიაში მუშაობის წესებისა და ხელსაწყოების  გაცნობა.
09.10
მინი-ლექცია, კითხვა-პასუხი.
ქიმიის კაბინეტში ,მუშაობისას უსაფრთხოების წესების შესწავლა და დაცვა.
3
არაერთგვაროვანი ნარევის დაყოფის ხერხები
16.10
პრაქტიკული სამუშაო
საცერი, ქვიშა, ფქვილი,  წყალი, რკინის ნაქლიბი, გოგირდი, მაგნიტი, ფილტრის ქაღალდი, ძაბრი, ჭიქა, ცდის ოქმი, ხელთათმანი.
4
ერთგვაროვანი ნარევის დაყოფის ხერხები
23.10
პრაქტიკული სამუშაო
წყალი, მარილი, შაქარი, სპირტქურა, ფაიფურის ჯამი,ჭიქა, წკირი, ცდის ოქმი
5
ინდიკატორები

30.10
ცდის ჩატარება
მჟავა და ტუტე, ინიკატორები, ქიმიური ჭურჭელი.
6
„შუქნიშნის ფერები“ -ვაკვირდებით სხვადასხვა სიმკვრივის მქონე სითხეებს
06.11
მარტივი ექსპერიმენტი
ცდის ოქმი, ქიმიური ჭურჭელი, საღებავები, ზეთი, სპირტი, წყალი, აცც-ის შუსხუნა აბები, ცდის ოქმი
7
შაბიამნის კრისტალის გაზრდა
13.11
მარტივი ექსპერიმენტი
ცდის ოქმი, შაბიამანის ფხვნილი, ქიმიური ჭურჭელი. ცდის ოქმი
8
შაბიამნის კრისტალის ზრდის პროცესზე დაკვირვება, ცდის გაგრძელება, სასურველი ზომის კრისტალის მიღებამდე
20.11
მარტივი ექსპერიმენტი
ცდის ოქმი, შაბიამანის ფხვნილი, ქიმიური ჭურჭელი.
9
რძეზე დახატვა
27.11
სახალისო აქტივობა
რძე, საკვები საღებავები, წურჭელი
10
ცეცხლმოკიდებული ხელი
04.12
სახალისო აქტივობა
წყალი, ჭურჭლის სარეცხი საშუალება, გაზი
11
პლაკატების და პოსტერების დამზადება თემაზე: „ჩვენ გვიყვარს ქიმია“. სკოლის დერეფანში გამოფენის მოწყობა
11.12
პლაკატების დამზადება
ფორმატის ფურცლები, თაბახის ფურცლები, ფოტოები, ფერადი საღებავები და ფანქრები
12
ფოტოკოლაჟის მომზადება
18.12
საწრეო მეცადინეობების დროს გადაღებული ფოტომასალის მოგროვება, შერჩევა და კოლაჟის მომზადება
კომპიუტერი.
13
დასკვნითი შეხვედრა
25.12
სემესტრის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შეჯამება
კომპიუტერი, პროექტორი, შესაბამისი ვიდეო და ფოტო მასალით


პირველი შეხვედრა: 2019 წლის 2 ოქტომბერს შევიკრიბეთ წრეზე დარეგისტრირებული მოსწავლეები. გავაცანი წრის სამუშაო გეგმა, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რის გაკეთებასაც ვაპირებთ ამ სემესტრის განმავლობაში. შევიმუშავეთ ქცევის წესები. ბავშვები მონდომებით ჩაერთნენ პროცესში.




მეორე შეხვედრა: 2019 წლის 9 ოქტომბერს ჩატარდა მორიგი შეხვედრა. ჩვენი მიზანი იყო ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესებისა და ლაბორატორიული  ხელსაწყოების გაცნობა.





მესამე შეხვედრა:  არაერთგვაროვანი ნარევების დაყოფის ხერხები.

2019 წლის 16 ოქტომბერს ჩატარდა წრის მესამე შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებს დაემზადებინათ ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი  ნარევები და შემდეგ დაეყოთ კომპონენტებად. ბავშვებმა დაამზადეს ნარევები, უსაფრთხოების წესების დაცვით მოახერხეს ნარევების კომპონენტებად დაყოფა.




მეოთხე შეხვედრა: ისევ ნარევები და მათი დაყოფა

2019 წლის 23 ოქტომბერს შედგა მორიგი შეხვედრა. გავეცანით არაერთგვაროვანი ნარევების დაყოფის ხერხებს. დავყავით გამყოფი ძაბრით ზეთისა და წყლის ნარევი.





ინდიკატორები

მეხუთე შეხვედრა: 2019 წლის 30  ოქტომბერს შედგა მორიგი შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრის თემა იყო ინდიკატორები.ჩვენი ამოცანა იყო მოცემული სამი სინჯარიდან, ამოეცნოთ მჟავა, ტუტე და წყალი. გამოიყენეს შემდეგი ინდიკატორები, მეთილნარინჯი, ფენოფტალეინი და კომბინირებული ინდიკატორი. დააკვირდნენ ფერის ცვლილებას და აღნიშნეს ცდის ოქმში.







მეექვსე შეხვედრა: შუქნიშანი

06 ნოემბერს შედგა წრის მეექვსე შეხვედრა. შუქნიშანი მოვამზადეთ, სხვადასხვა სიმკვრივის ხსნარების შერევით, შემდეგ კი შუშხუნა ასპირინის ტაბლეტები ჩავდეთ და ფეერვეკიც დაიწყო.ბავშვებმა ძალიან იხალისეს.


.



მეშვიდე შეხვედრა: შაბიამნის კრისტალის გაზრდა
13 ნოემბერს შედგა მორიგი შეხვედრა. ვისაუბრეთ ხსნარებზე. კერძოდ: ნაჯერ , უჯერ  და ზენაჯარ ხსნარებზე.


მერვე შეხვედრა: შაბიამანის კრისტალის ზრდაზე დაკვირვება:


მეცხრე შეხვედრა:  რძეზე ხატვა საკვები საღებავებით.





ცეცხლმოკიდებული ხელი.

წრის  წევრებმა საინტერესო ექპერიმენტი ჩაატარეს. წყალში გახსნეს თხევადი საპონი, ჩაუშვეს მასში აირი. წარმოიქმნა ქაფი.  ხელით აიღეს ქაფი და მოუკიდეს ცეცლი, ხელი არ დაეწვათ. მათ იმსჯელეს წვის პროცესზე.








ფოტო კოლაჟის მომზადება.




Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ქიმიის წრე ,, მოლი''